კლუბის წესდება
- კლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა მოსწავლეს ჰქონდეს მათემატიკის სიყვარული
- კლუბში გაწევრიანდებიან 7–14 წლამდე მოზარდები
- კლუბის წევრები აქტიურად ჩართულნი უნდა იყვნენ საკლუბო საქმიანობებში(ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და განხილვა, სააზროვნო ამოცანების მოძიება და დამუშავება, მოძიებული ინფორმაციის შეჯამება, პრეზენტაციის სახით გადმოცემა კლუბის წევრების წინაშე.
- ორიგინალური იდეების წამოყენება და შეძლებისდაგვარად განხორციელება კლუბის წევრებთან ერთად
- სხვისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება დასმული პრობლემის განხილვისა და მსჯელობის დროს.
- პრობლემაზე ორიენტირებული საკითხების დასმა, კვლევა და დასკვნის გამოტანა.
- კლუბში შემუშავებული (მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად) წესების დაცვა
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
No comments:
Post a Comment